„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლაზე სპეციალურ ფასს აწესებს

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ ფიზიკური პირებისთვის საშემოდგომო შეთავაზება აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც, „ტოიოტას“ გარკვეული მოდელებისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლას მომხმარებელი სპეციალურ ფასად შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ცნობით, საშემოდგომო შეთავაზება „ტოიოტას“ 5 მოდელზე ვრცელდება: C-HR, Prius, Camry, Corolla და RAV4. აღნიშნული მოდელებისთვის ძრავაში ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრული მომსახურება 150 ლარით განისაზღვრება.

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, ტექნიკური მომსახურების ლოდინის გარეშე მისაღებად, მომხმარებელს სერვისზე წინასწარ ჩაწერას ურჩევს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ძრავის ძველი ზეთისა და ფილტრის ორიგინალი ვერსიებით დროული ჩანაცვლება ავტომობილის უსაფრთხო, ეკონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს და მის საექსპლუატაციო ვადასაც ახანგრძლივებს. როგორც წესი, ნებისმიერი სათადარიგო ავტონაწილი, სითხე და აქსესუარი, რომელსაც მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შეიძენს, გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის და ორიგინალი წარმოებისაა.

მომხმარებელი, რომელიც საშემოდგომო შეთავაზებით სარგებლობას აპირებს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, წინასწარ ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო