ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალ-საეღს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე.

„შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ ქვეყნები წარმატებით ურთიერთობენ როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონულ ფორმატში ყურის ქვეყნებთან. ასეთ მაგალითად შეფასდა გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით, რომლის პირველი რაუნდით მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსაა დაგეგმილი.

აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ორმხრივ ვაჭრობაში. 2022 წლის 7 თვეში სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 82 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 34 პროცენტით გაიზარდა. ითქვა, რომ ვაჭრობის მხრივ ქვეყნებს შორის პოტენციალი დიდია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. დღეის მდგომარეობით, საქართველოში დარეგისტრირებულია 190 კომპანია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კაპიტალის მონაწილეობით. აღინიშნა, რომ ამის მიუხედავად საქართველო მიესალმება ინვესტიციებს საამიროებიდან ეკონომიკის სხვა სექტორებშიც“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების, კავშირგაბმულობის, საზღვაო ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ინოვაციების სფეროებში.

„აღინიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ეწვია 40-მდე მსხვილი კომპანიისა და საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელებით.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატას, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციას შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ბიზნეს საბჭოს შექმნაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა