კახა კალაძე - არჩევნების ელექტრონულად ჩატარების გადაწყვეტილებას მივესალმები, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისთვის, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ იმ დიდ ოჯახს, რასაც ევროპა ჰქვია

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, არჩევნების ელექტრონულად ჩატარების გადაწყვეტილებას მივესალმები და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ იმ დიდ ოჯახს, რასაც ევროპა ჰქვია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველო გუნდი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად კიდევ უფრო მჭიდროდ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ იმ დიდ ოჯახს, რასაც ევროპა ჰქვია. ასევე დათქმებთან დაკავშირებით იყო დღეს განცხადებები გაკეთებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 12-ვე პუნქტი ზედმიწევნით იყოს შესრულებული, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს სტატუსი ჩვენმა ქვეყანამ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს