ირანის პრეზიდენტი - სამხრეთ კავკასიაში ახალი ომი მიუღებელია

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომი დაუშვებელია. ირანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას რაისიმ ხაზი გაუსვა, რომ „კავკასიის რეგიონში განსაკუთრებული სიტუაციებია და სამწუხაროდ, ამ რეგიონში მშვიდობა ჯერ არ დაბრუნებულა“.

„კავკასიის რეგიონში უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის, ახალი ომი დაუშვებელია“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი განცხადების ხელმომწერებმა უნდა დაიცვან მისი დებულებები და თავი შეიკავონ რეგიონში დაძაბულობის შექმნისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედებებისგან.

„თეირანი მოწოდებულია, გააგრძელოს თანამშრომლობა ყველა სფეროში, რეგიონის კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის“, - აღნიშნა რაისიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს