2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების თანახმად, საშუალო საკონკურსო ქულების მიხედვით, KIU უნივერსიტეტების რეიტინგში პირველ ადგილზეა

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) რეიტინგში ლიდერ პოზიციას იკავებს - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, 14 სახელმწიფო უნივერსიტეტსა და 53 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, KIU პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული 370 სტუდენტიდან 93-ს მოპოვებული აქვს 100% სახელმწიფო გრანტი, ხოლო 367 სტუდენტი სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო გრანტით სარგებლობს.

„2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამებს შორის ყველაზე მოთხოვნადი იყო კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა. საგულისხმოა ისიც, რომ წელს ყველა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების კომპიუტერული მეცნიერების პროგრამასთან შედარებით, KIU-ს აღნიშნულ პროგრამაზე ყველაზე მეტი 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტი ჩაირიცხა.

გასული წლების მსგავსად ქვეყნის საუკეთესო მოსწრების და სხვადასხვა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი კონკურსებისა და ოლიმპიადების გამარჯვებული მოსწავლეები სწავლას KIU-ში აგრძელებენ. უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების, ასევე კონკურსის „M ვექტორი“ გამარჯვებულები, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეები, სხვა და სხვა ოლიმპიადის გამარჯვებულები.

KIU-მ 2020-2021 სასწავლო წელს სტუდენტების პირველი ნაკადი მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღო. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით.

2022 წლიდან უნივერსიტეტი სადოქტორო პროგრამას და „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტის“ (Finance and Information Management - FIM) სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 180 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საცხოვრებლებს მოიცავს. KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. KIU არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს სახელმწიფო სასწავლო გრანტი სრულად ფარავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს