ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს შეხვდნენ

დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდნენ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს, რომელიც თბილისში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის 30 წლის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ამის შესხებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეები.

„მხარეებმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ამ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება, ადამიანური კაპიტალი, ინოვაციები, ციფრული კავშირები და სხვა.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს გადაწყვეტილება - 30 წლიანი პარტნიორობის შემდეგ, გახდეს მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) დონორი სახელმწიფო, რომლის თაობაზეც დღეს ოფიციალურად გაფორმდება შეთანხმება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნის მიერ მიღებული გამოცდილება და ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები, იძლევა შესაძლებლობას საქართველო ჩადგეს იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც მხარს უჭერენ მსოფლიო ბანკის ჯგუფს, ჰქონდეს შესაძლებლობა შეღავათიან სესხებსა და გრანტებს სთავაზობდეს მსოფლიოს ყველაზე ღარიბ, განვითარებად ქვეყნებს.

ქართულმა მხარემ სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ვითარება, განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრები. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში.

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, გააგრძელოს სრული მხარდაჭერა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო