აშშ-ის საელჩო საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე სამართალდამცველების რეაგირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღველები მუშაობენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეხმაურება აშშ-ის საელჩო და აღნიშნავს, რომ „აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით“.

აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა ოფიციალური ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს "უსაფრთხოების საკითხები", არ ვრცელდება.

„ინტერპრესნიუსი“ შსს-საც დაუკავშირდა, თუმცა დამატებით დეტალებზე უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

უფრო მეტ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს