მარნეულის მუნიციპალიტეტმა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საერთაშორისო ორგანიზაცია „HEKS EPER Georgia“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და აღნიშნული ორგანიზაციის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ მოაწერეს.

„მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი, „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის”, სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას ემსახურება.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით HEKS-EPER-ის მიერ რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF-ქვემო ქართლი), სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF - სამცხე-ჯავახეთი) თანამშრომლობით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს