ლევან დავითაშვილი - დღეს შევუერთდით მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას, როგორც დონორი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი წარმატების მაგალითები და გამოცდილება უნდა გაუზიაროს სხვა ქვეყნებს

მოხარული ვარ, რომ საქართველო დღეს ოფიციალურად შეუერთდა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA), როგორც დონორი სახელმწიფო ქვეყნის სახელით და გვაქვს საშუალება ჩვენი წარმატების მაგალითები და გამოცდილება გავუზიაროთ ქვეყნებს, რომლებიც დღეს სამწუხაროდ გაჭირვების პირას არიან და მიზნად აქვთ დასახული, უფრო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებად განვითარდნენ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წლის აღსანიშნავ ცერემონიაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის პერიოდში რა თქმა უნდა, იყო გამოწვევები და არაერთი ქარტეხილი, თუმცა ეს პერიოდში წარმატებული იყო ეკონომიკური წინსვლის კუთხით.

„მსოფლიო ბანკის მხრიდან აღინიშნა კიდეც, რომ საქართველო ერთ-ერთი სამაგალითოა მსოფლიოში და ხაზი გაესვა, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ ქცეულიყო უღარიბესი ქვეყნიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნად და ქვეყნად, რომელსაც აქვს მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის სტატუსის მიღების ამბიცია. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე. აღინიშნა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მდგრადობა და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ სამომავლო პროექტებზე, როგორც სექტორული მიმართულებით, აგრეთვე სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობამ გასული სამი ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს განვითარების დღის წესრიგს. ასეთი მტკიცე და მდგრადი მხარდაჭერით საქართველოს მთავრობამ შეძლო რეფორმების განხორციელება ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება და ენერგოუსაფრთხოება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო