ზურაბ აზარაშვილი ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ისრაელის ჯანდაცვის მინისტრ ნიცან ჰოროვიცს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, ქვეყნებს შორის ჯანდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ხაზი გაესვა საქართველოში ძლიერი საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნის აუცილებლობას, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების კომპეტენციისა და მოტივაციის ამაღლებას, ასევე, კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

მათივე ცნობით, მხარეებმა, სამედიცინო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ზურაბ აზარაშვილმა ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რესერტიფიცირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა.

საქართველოსა და ისრაელის ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრა თელავივში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო