„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაიხსნება

„საქართველოს ბანკი“ ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს და ამ მიზნით, ბანკისა და „ვაკა ისტეიტის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გორში 119-ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.

როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასტუმროში განთავსებული იქნება 3 აპარტამენტი, მოსასვენებელი ოთახი, ბავშვების გასართობი სივრცე და ლაუნჯ ბარი ღია ტერასით.

მათივე ცნობით, სასტუმრო გააერთიანებს რესტორანს, დახურულ საცურაო აუზს, საუნას დაასევე, სასტუმროში განთავსდება საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზები, ღვინის სარდაფი და ა.შ.

„გორს, როგორც ტურისტულ ადგილს, პოპულარიზაცია სჭირდება და ვცდილობთ, ამ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ქალაქში ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაციაა და ბევრი საინტერესო ტურის მოწყობაა შესაძლებელი. გორის მიმართულებით არის უფლისციხე, რომელიც ტურისტულად ერთ-ერთი აქტიური ადგილია, ამასთან გორის მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონახულებადი მუზეუმია საქართველოში. ამიტომ ამ ქალაქს და მიმართულებას მეტი პოპულარიზაცია სჭირდება. ვფიქრობ, პოტენციალი ნამდვილად დიდია“, - განმარტა სასტუმროს წარმომადგენელმა, დავით ბოჭორიშვილმა.

გარდა ამისა, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის ნინო აფციაურის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

„მოხარული ვართ, რომ ბანკის ჩართულობით გორს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ტურიზმის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ნინო აფციაურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს