ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს კიევში ჩავა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს კიევში გაემგზავრება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და ევროკავშირის ერთობლივ ბაზარზე უკრაინის მონაწილეობის საკითხს განიხილავს.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსული აგრესიის შედეგად უკრაინამ უზარმაზარი ნგრევა განიცადა, მაგრამ ევროკავშირი თანმიმდევრული და მტკიცე იქნება უკრაინის აღდგენის საქმეში და ამისთვის უკრაინის მთელ უზარმაზარ პოტენციალს გამოიყენებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს