საქართველოში 3 თვეში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა - დარღვევების ათეულში შედის საჭესთან მობილური ტელეფონით სარგებლობა

საქართველოში, მეორე კვარტალში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მილიონზე მეტი - 1 064 047 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა - 586 534 შემთხვევა თბილისზე მოდის.

თბილისის შემდეგ საგზაო მოძრაობის წესებს ყველაზე ხშირად ქვემო ქართლში არღვევენ, სადაც 94 135 შემთხვევა გამოიკვეთა, შემდეგ ადგილზე კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, სადაც სამართალდარღვევის 85 308 შემთხვევა დაფიქსირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, ავტომობილების მძღოლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ყველაზე ხშირად სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაჯარიმდნენ. დაჯარიმებულთა საერთო რაოდენობამ 240 983 შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი -108 148 შემთხვევა თბილისში მოხდა.

171990 ჯარიმა დაიწერა ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნების დაუცველობის, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობისთვის.

ქვეყნის მასშტაბით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის სამეულშია სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, „ბუქსირის“, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - 144269 შემთხვევა, აქედან 116 771 თბილისზე მოდის.

52 660 მძღოლი დაჯარიმდა მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობის, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევის, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნისთვის.

ქვეყნის მასშტაბით ჯერ ისევ მაღალია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევები მობილურ ტელეფონზე საუბრისა და ღვედის გამოუყენებლობის გამო. ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის საქართველოში 62734 ჯარიმა დაიწერა, ტელეფონით სარგებლობისთვის კი 31929 მძღოლი დაჯარიმდა.

ინფორმაციისთვის, მეორე კვარტალი, რომელსაც აღნიშნული მონაცემები ასახავს, 15 მაისიდან 15 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე