ძალოვანი უწყებების დაფინანსება იზრდება - დამატებითი თანხიდან 50 მლნ ლარი გათვალისწინებულია ახალი სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვის, ხოლო 20 მლნ ლარი პოლიციის ქალაქის ნაწილობრივ დასაფინანსებლად

ძალოვანი უწყებების საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება - მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით, თავდაცვის სამინისტროს 80 მილიონი ლარი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს 70 მილიონი ლარი ემატება.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტით, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 80.0 მლნ ლარით იზრდება და 1 082,4 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. როგორც მთავრობა განმარტავს, ზრდა ძირითადად თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ლოჯისტიკური ხარჯების შეუფერხებლად დაფინანსებასთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღნიშნული უწყების დაფინანსება 70,0 მლნ ლარით იზრდება და 935,0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. მთავრობის ინფორმაციით, დამატებითი თანხიდან 50,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია ახალი სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვის ნაწილობრივ დასაფინანსებლად, ხოლო 20,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია პოლიციელებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობის (პოლიციის ქალაქი) ნაწილობრივ დასაფინანსებლად.

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. განხილვები პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს