კახა კალაძე - მნიშვნელოვანია ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას - საქართველო არ ჩაებმება არც სანქციებში და არც მეორე ფრონტი გაიხსნება

ისე, როგორც არასდროს, დღეს მნიშვნელოვანია ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო არ ჩაებმება არც სანქციებში და არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგი ანტისახელმწიფოებრივია და ყველა წარმატებას ეწინააღმდეგება.

"ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები და განცხადებები ზუსტად ოპოზიციას აქვს, რასაც ვისმენთ ყოველდღიურ რეჟიმში. მათი დამოკიდებულება, მათი დღის წესრიგი არის ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი და ყველა წარმატებას, ყველა წინსვლას ეწინააღმდეგება. ყველაფრის მიუხედავად, დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს ეროვნული, პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ხალხს სჭირდება. ისე, როგორც არასდროს, დღეს მნიშვნელოვანია ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. ასე რომ, საქართველო არ ჩაებმება არც სანქციებში და არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში", - განაცხადა კახა კალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა