ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 6 237,3 მლნ ლარით განისაზღვრება - კორონავირუსის მკურნალობისთვის დამატებით გამოყოფილია 45 მლნ ლარი, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისთვის კი - 39,8 მლნ ლარი

2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 6 237,3 მლნ ლარით განისაზღვრება, რაც თავდაპირველ დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 210,0 მლნ ლარით.

მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული ზრდის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი:

სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან 50 ლარით გაიზარდა და 150 ლარის ოდენობით განისაზღვრა. შესაბამისად, პროგრამის დასაფინანსებლად დამატებით 86,2 მლნ ლარი გამოიყოფა;

მაღალმთიან დასახლებებში დაწესებული შეღავათების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 4,0 მლნ ლარი;

სასწრაფო დახმარების სამსახურის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის დამატებით გამოყოფილია 15,0 მლნ ლარი;

რეფერალური მომსახურების დასაფინანსებლად დამატებით გამოყოფილია 20,0 მლნ ლარი;

ახალი კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის დამატებით გამოყოფილია 45,0 მლნ ლარი;

მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო, რომლისთვისაც 39,8 მლნ ლარი გამოიყოფა.

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. განხილვები პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს