ნეკა დოროყაშვილი - არ ვოცნებობ, რომ ნიკოლოზი აუცილებლად უმკაცრესი სასჯელით დაისაჯოს, თუმცა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს და არ მოხდეს მისი სტატუსის გათვალისწინება

არ ვოცნებობ, რომ ნიკოლოზი აუცილებლად უმკაცრესი სასჯელით დაისაჯოს. მისი ვერანაირი მდგომარეობა ვერც მორალურ და ვერც ზნეობრივ საფასურს ვერ გადამიხდის, - ასე უპასუხა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა შეკითხვას, მოითხოვს თუ არა ბასილაშვილის კანონის უმკაცრესი ზომით დასჯას.

დოროყაშვილის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა კანონის წინაშე ისევე უნდა აგოს პასუხი, როგორც ყველა მოქალაქემ და არ უნდა მოხდეს მისი სტატუსის გათვალისწინება.

„მე ნიკოლოზის ვერანაირი სასჯელი ვერ ამინაზღაურებს იმ მორალურ მდგომარეობას, რაც გადამატანინა და რასაც სჩადიოდა ამდენი წლის განმავლობაში. არ ვოცნებობ, რომ აუცილებლად უმკაცრესი სასჯელით დაისაჯოს. მისი ვერანაირი მდგომარეობა ვერც მორალურ და ვერც ზნეობრივ საფასურს ვერ გადაიხდის. ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, ისევე როგორც ყველა კანონიერმა მოქალაქემ და არ უნდა იყოს გათვალისწინებული მისი სტატუსი, ან საზოგადოებრივი მდგომარეობა“, - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.

დოროყაშვილმა, რომელიც ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა