რთველის დასაფინანსებლად დამატებით 40 მლნ ლარი, შეღავათიანი აგროკრედიტების დასაფინანსებლად კი 55,0 მლნ ლარი გამოიყოფა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 150.0 მლნ ლარით იზრდება და 743,1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამას 2022 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული თანხის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წელს დაწყებული ახალი პროგრამის დასაფინანსებლად 40,0 მლნ ლარი გამოიყოფა.

რთველის დასაფინანსებლად დამატებით 40,0 მლნ ლარი გამოიყოფა.

შეღავათიანი აგროკრედიტების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია დამატებით 55,0 მლნ ლარის გამოყოფა.

გარდა ამისა, პროგრამის “დანერგე მომავალი“ დაფინანსება იზრდება 10,0 მლნ ლარით.

საბიუჯეტო ცვლილებების ფარგლებში, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ასიგნებები გაზრდილია 5,0 მლნ ლარით.

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. განხილვები პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა