კახა კალაძის განცხადებით, სარაჯიშვილი-ზღვის უბნის დამაკავშირებელი საბაგირო პროექტი მზად არის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სარაჯიშვილი-ზღვის უბნის დამაკავშირებელი საბაგირო პროექტი მზად არის.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პროექტი რუსთაველისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობის დასრულების შემდეგ განხორციელდება.

"პროექტი გამზადებულია, თუმცა პირველ ეტაპზე, რუსთაველისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მომავალი წლისთვის დასრულდება და შემდეგი ეტაპი ეს კონკრეტული პროექტი იქნება," - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიის ინფორმაციით, სარაჯიშვილი-ზღვის უბნის ხაზი მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარე ტერიტორიას ზღვის უბნის დასახლებასთან დააკავშირებს. კახა კალაძის განცხადებით, საბაგიროს სადგური აუცილებლად თემქის ხევში უნდა განთავსდეს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში