ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დასაქმების სურვილი თავდაპირველად 60 ათასმა სოციალურად დაუცველმა გამოთქვა, თუმცა გასაუბრების შემდეგ,  23 ათასამდე პირმა უარი თქვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განცხადებით, სოციალურ სამუშაოში ჩართვის სურვილი პირველ ეტაპზე 60 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა, თუმცა, გასაუბრების შემდეგ 23 ათასმა უარი თქვა.

როგორც ბარკალაიამ პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე სოციალურ სამუშაოებში 22 ათასი მოქალაქეა დასაქმებული.

„პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი სამუშაოების მიმართ დიდი ინტერესი იყო და დაახლოებით, 60 ათასმა მოქალაქემ მიმართა დასაქმების სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს. პირველადი კონსულტაციის შემდეგ დაახლოებით, 22-23 ათასმა მოქალაქემ უარი განაცხადა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვაზე. მოქალაქეების ნაწილმა, 4200-მა პირმა აირჩია არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება, ხოლო 22 ათასი მოქალაქე დასაქმებულია საზოგადოებრივ სამუშაოებში. 22 ათასი მოქალაქიდან დაახლოებით, 21 ათასი არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე შექმნილი ვაკანსიები. ძირითადი აქტივობები არის სკვერების, არხების, გზების, შენობების დალაგება, გაახლება, მცირედი სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის, 45 სოციალურად დაუცველი აქტიურად იყო ჩართული ხანძრის ქრობის პროცესში და არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა მუნიციპალიტეტების დონეზე საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ და მათი მხარდაჭერით“, - განაცხადა ბარკალაიამ და დასძინა, რომ პროგრამაში მოქალაქეების იძულების მექანიზმი ჩადებული არ არის, განსხვავებით ევროპული ქვეყნების გამოცდილებისა.

„პირიქით, წახალისების მექანიზმი გვაქვს ჩადებული, რომ დასაქმების შემთხვევაში 4-წლიანი დამატებითი ბენეფიტი ექნებათ, არ დასაქმების შემთხვევაში პერიოდული გადამოწმება“, - განაცხადა ბარკალაიამ.

მისივე განმარტებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან პროგრამისთვის 40 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს