მუხროვანში სნაიპერთა მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა მომზადების სკოლაში სნაიპერთა მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, სნაიპერთა მომზადების სკოლის ქართველმა ინსტრუქტორებმა რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებს ექვსკვირიანი სასწავლო კურსი გაატარეს.

უწყების ცნობით, კურსანტებმა შემაჯამებელი სწავლება მუხროვანის სასროლეთზე გაიარეს, სადაც მათ მთიან და დასახლებულ რაიონში სტრესული სროლები განახორციელეს. სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები, დღისა და ღამის განმავლობაში, რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.

სასწავლო პროგრამა ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში სისტემატურად მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების მომზადების დონის ამაღლებას.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს