ბიუჯეტის პროექტით, 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თავდაპირველი 6.0%-დან 8.5%-მდე იზრდება

2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თავდაპირველი 6.0%-დან 8.5%-მდე იზრდება.

მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი 10,5%-ის ოდენობით განისაზღვრება. შესაბამისად, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელიც განახლდა და მისი მოცულობა თავდაპირველად დაგეგმილი 64,8 მლრდ ლარის ნაცვლად, 72,2 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 489,7 მლნ ლარით იზრდება და 19 852,3 მლნ ლარს შეადგენს. პროექტით, საბიუჯეტო პარამეტრები შემდეგნაირად განისაზღვრება:

შემოსავლები - 15 760,7 მლნ ლარი (დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 200,3 მლნ ლარით);

საგადასახადო შემოსავლები 14 473,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში გაზრდილია 1 049,4 მლნ ლარით, მათ შორის: - საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 4 590,7 მლნ ლარით (იზრდება 290.7 მლნ ლარით); მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 829,0 მლნ ლარით (იზრდება 209,0 მლნ ლარით); დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 826,3 (იზრდება 427,7 მლნ ლარით); აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 985.0 მლნ ლარის ოდენობით (იზრდება 95.0 მლნ ლარით); იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 112.0 მლნ ლარით (იზრდება 27.0 მლნ ლარით); სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი უცვლელია და განისაზღვრება 130.0 მლნ ლარის ოდენობით.

სხვა შემოსავლების პროგნოზი 150.0 მლნ ლარით იზრდება და განისაზღვრება 945.0 მლნ ლარის ოდენობით.

გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლები იზრდება 0,9 მლნ ლარით და განისაზღვრება 342,7 მლნ ლარის ოდენობით.

არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა უცვლელია და 300.0 მლნ ლარს შეადგენს. ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი ასევე უცვლელია და 150,0 მლნ ლარს შეადგენს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო