რუსლან აბაშიძე - სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში არცერთი კლასი, არცერთი სკოლა არ აძლევს შესაძლებლობას ბავშვებს, რომ განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა

სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში არცერთი კლასი, არცერთი სკოლა არ აძლევს შესაძლებლობას ბავშვებს, რომ განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, გალის რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ საკვირაო სკოლებში იარონ და გარკვეულ საგნებში განათლება დისტანციურად მიიღონ.

„სკოლებთან მიმართებაში ძალიან რთული მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რადგან მოგეხსენებათ, რომ იქ ოპერირებს 30 სკოლა. უნდა აღვნიშნო ძალიან დიდი ტკივილით, რომ მიმდინარე, 2022 წელს გალის რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებს შეუწყდათ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ესწავლათ და განათლება მიეღოთ მშობლიურ ენაზე. სექტემბრიდან არცერთი კლასი, არცერთი სკოლა არ აძლევს შესაძლებლობას, რომ ბავშვებმა განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ვცდილობთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად რაღაცნაირად გადავლახოთ ეს სირთულე. რა თქმა უნდა, შესაძლებლობები არის, მაგრამ ძალიან მცირე. გასულ წელს შევედით ვირტუალურ სივრცეში და ვცდილობთ ელემენტარულად მაინც მოვახდინოთ ამ პრობლემის კომპენსირება და ბავშვებს დისტანციურად ვასწავლოთ. მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკვირაო სკოლებში იარონ და გარკვეულ საგნებში განათლება დისტანციურად მიიღონ“, - განაცხადა აბაშიძემ.

მირიან მირიანაშვილი - თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა, პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოს არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა - რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!