ანონსი 15 სექტემბერი

15 სექტემბერს, 09:30 საათზე, ისნის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. ღონისძებას დაესწრებიან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ისნის მაჟორიტარი დეპუტატები კახა კახიშვილი, კახა ლაბუჩიძე და რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი.
მის: საინგილოს ქუჩა N80ა
საკონტაქტო: ნინო გულბათაშვილი - 595 16 91 63
15 სექტემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტთან „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას, „ამომორჩეველთა განათლების საზოგადოების“ დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის და აფხაზთა კრების თავმჯდომარის მალხაზ პატარაიას ბრიფინგი გაიმართება.
თემა: 27 სექტემბერს, 21:00 საათზე, საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად, რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობა გაიმართება და პარლამენტთან პროგრამით დასრულდება.
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 434308
15 სექტემბერს, 11:00 საათზე, სოფელ ნორიოში, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნინო წულაძე და პარტიის წევრები შეხვდებიან ნორიოს სკოლის მოსწავლეების მშობლებს, რომლებიც სკოლის რეაბილიტაციის დასრულების გაჭინაურებაზე პროტესტს გამოთქვამენ.
მის: სოფელი ნორიო, ნორიოს საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო: 598 43 30 23
15 სექტემბერს, 11:00 საათზე, ბიზნესმენ, ალექსანდრე ტოგონიძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
თემა: „ნიკოლოზ ქუმსიშვილის მკვლელობა. რა დგას ორი ისტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკან და რას გეგმავს დაცვის მხარე“.
მის: ერწოს ქ.N11.
საკონტაქტო: 599726565
15 სექტემბერს, 11:00 საათზე, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის ეგიდით საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებთან და დასუფთავების აქციებთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ერიკ ილლე, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ განმახორციელებელი ჯგუფისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
15 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივნის, კახა ძაგანიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო : 593 53 45 24
15 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, ელჩი მარეკ შჩიგელი, პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 64ა
15 სექტემბერს, 14:00 საათზე, ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, World Vision საქართველო ბათუმის N20 საჯარო სკოლის 450 უკრაინელ მოსწავლეს სასკოლო ნივთებს გადასცემს.

























