ქეთევან ჩაჩავა - სრულიად მიუღებელი და ძალიან შემაშფოთებელია  მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები და მორიგი შეტევა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართ

სრულიად მიუღებელი და ძალიან შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით ბოლო დღეებში მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და მორიგი შეტევა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართ, რომელიც აღნიშნული სექტორის დისკრედიტაციას ემსახურება , - ამის შესახებ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ძლიერი სამოქალაქო სექტორი დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი მიღწევაა.

„ეს მიზანმიმართული კამპანია განსაკუთრებით დამაზიანებელია მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი პირდაპირ ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

ძლიერი სამოქალაქო სექტორი დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი მიღწევაა. ჩვენი მიზანი კი ძლიერი დემოკრატიის მშენებლობისა და განმტკიცების გზაზე ვერ მიიღწევა უსაფუძვლო ბრალდებებით, ერთმანეთის დაზიანებითა და დისკრედიტაციით. სამოქალაქო სექტორის პოზიტიურ როლზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორც წლების ასევე კონკრეტული მიმართულებების მიხედვით. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო დამაზიანებელია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომლითაც ისინი "ბუნდოვან" ფინანსურ წყაროებზე აპელირებენ და გაუმჭვირვალე ფინანსურ პრაქტიკაში ადანაშაულებენ არასამთავრობო ორგზანიზაციებს, რაც გამოცდილი მეთოდია სამოქალაქო საზოგადოების შესავიწროებლად და ხშირად გამოიყენება ავტორიტარულ ქვეყნებში სამოქალაქო აქტივისტებისა და ორგანიზაციების დევნისათვის. აღნიშნული პარალელები კი პირდაპირ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის დასავლური პერსპექტივისათის.

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაიაზროს მასზე დაკისრებული უზარმაზარი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლი თაობების წინაშე და თავი შეიკავოს ქვეყანაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გამძაფრებისგან. უფრო მეტიც, საჭიროა ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას კონსოლიდაციისკენ, რათა ეჭვქვეშ არ დადგეს 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი. მნიშვნელოვანია, ყველას კარგად ახსოვდეს კონსტიტუციის დონეზე განმტკიცებული ამოცანა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი და ღირსეული წევრი”,- აღნიშნავს ქეთევან ჩაჩავა, რომლის კომენტარსაც განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო