გერმანიის კანცლერი აზერბაიჯან-სომხეთზე - კონფლიქტს აზრი არ აქვს, ადამიანის სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად - მშვიდობით უნდა გადაწყდეს

კონფლიქტს აზრი არ აქვს. ადამიანის სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. მშვიდობით უნდა გადაწყდეს,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც შოლცი განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ შევეწინააღმდეგოთ ყველას, ვინც დეგლობალიზაციის მომხრეა.

“ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს. ადამიანის სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. მშვიდობით უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის. ის იმედები, რომელიც გვქონდა ახლა საფრთხეშია, მაგრამ ევროკავშირი, ჩვენი ქვეყანა და სხვა ქვეყნებიც, საქართველომაც უნდა იმუშაოს, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გავხადოთ.

ვფიქრობ, უნდა ვიცოდეთ, რომ სადღაც მსოფლიოში შეიძლება გაჩნდეს სირთულეები, რომელსაც აქვს შედეგი ეკონომიკური ურთიერთობისთვისაც. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც შევეწინააღმდეგოთ ყველას, ვინც დეგლობალიზაციის მომხრეა. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, ერთმანეთთან ივაჭროს, მაგრამ ჩვენ დივერსიფიკაციის მომხრეები ვართ“,- აღნიშნავს შოლცი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა