ნიკოლ ფაშინიანი გავრცელებულ ინფორმაციაზე ყარაბაღის დათმობის თაობაზე - არცერთი დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი და არც მზადდება, ეს არის საინფორმაციო დივერსია

სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანმა გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის მიხედვითაც, თითქოს სომხეთმა აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის დათმობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

ამის შესახებ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, შემდეგ კი ვიდეომიმართვაც გაავრცელა.

„ძვირფასო თანამემამულენო, მოგიწოდებთ, არ დაემორჩილოთ მანიპულირებას. არც ერთი დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი და არც მზადდება ხელმოწერისთვის. ეს არის საინფორმაციო დივერსია, რომელსაც მიმართავენ არამეგობრული გარე ძალები, რათა დაარღვიონ ქვეყნის იმუნიტეტი“, - წერს ფაშინიანი ფეისბუქზე.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს