თეა ახვლედიანმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებს მიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც გორში გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ჩართულობისა და როლის გაზრდის მნიშვნელობას, რაც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნურად დაშორებულ საზოგადოებას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ახლებურ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირების მნიშვნელობა.

აღნიშნულ კონტექსტში, თეა ახვლედიანმა მიმოიხილა ერგნეთში გამართული შეხვედრების ფარგლებში მიღწეული ძირითადი შედეგები. გამართული დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, ჰუმანიტარული გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა. ღონისძიების გახსნითი ნაწილის შემდგომ, მოხსენება გააკეთეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, რომლის დროსაც ისაუბრეს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმდინარეობასა და დღის წესრიგის შესაბამისად განხილულ საკითხებზე.

ღონისძიება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN-WOMEN) მხარდაჭერით დაიგეგმა და მასში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ქალთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე კონფლიქტით დაზარალებულმა, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და დევნილმა ქალებმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში