ბათუმში კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

ბათუმში კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფორუმი ბათუმში ტარდება, რადგან აჭარის რეგიონისთვის კენკროვანი კულტურების წარმოება სიახლეა.

„ბოლო წლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს კენკროვანი კულტურების წარმოება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ძირითადი ბაზა, რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფორუმი ბათუმში ტარდება, რადგან აჭარის რეგიონისთვის კენკროვანი კულტურების წარმოება სიახლეა; ვფიქრობ, ლურჯ მოცვს აჭარაში ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. სტაბილურად მიმდინარეობს ნარგავების გაშენება და სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა; ამავდროულად, უკვე ვიღებთ მოსავალს, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გასამმაგდა; უკვე მსოფლიო ეკონომიკურ ბაზრებს მიეწოდება ქართული, ხარისხიანი კენკროვანი პროდუქცია“, - განაცხადა ხანიშვილმა ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის მონაწილე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა სერბეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან და პოლონეთიდან ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება კენკროვანი კულტურების მოყვანის მეთოდებზე, იმსჯელეს თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე, კენკროვანი კულტურების მწარმოებელთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ექსპორტის შესაძლებლობებზე. ასევე, განიხილეს ის მარკეტინგული ინსტრუმენტები, რომლებიც კენკროვანი კულტურების სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად შეიძლება იყოს გამოყენებული.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები კენკრის საერთაშორისო ფორუმის გახსნაზე. ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში, რომელიც საქართველოს და ამერიკას აკავშირებს, ვახორციელებდით სხვადასხვა სექტორის დაფინანსებას და მხარდაჭერას, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორის, სოფლის მეურნეობის, რადგან სწორედ სოფლის მეურნეობა ქმნის შესაძლებლობას ხალხისთვის. ჩვენ ამას ვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორის ჩართულობით“, - განაცხადა USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა, ჯონ პენელიმ.

საერთაშორისო ფორუმში სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კენკრის მწარმოებლები მონაწილეობდნენ.

კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით ჩატარდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია