გიგა ბოკერია - 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ვაპირებთ გავმართოთ მსვლელობა და პარლამენტთან გვექნება პროგრამა

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ვაპირებთ გავმართოთ ღონისძიება, მსვლელობა და პარლამენტთან გვქონდეს პროგრამა. ჩვენი ამოცანაა საქართველოს მოქალაქეებმა ხელახლა გავიაზროთ რამხელა საფრთხეა რუსეთი, რომელმაც გენოციდი მოგვიწყო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საქართველოს პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უნდა გავაცნობიეროთ რამხელა საფრთხეა, რასაც „ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ინტერესებისთვის აკეთებს და ცდილობს მარტო დაგვტოვოს ამხელა ბოროტების წინაშე“.

„საქართველოს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მომავალს და ქვეყნის გამთლიანებას ჰყავს ორი მტერი. ერთი რუსეთი, რომელიც არის მთელი თავისუფალი სამყაროს საფრთხე და სამწუხაროდ, ასევე გვყავს ადგილობრივი მტერი ჩვენი მომავლის - ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ყოველ დღე, კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს თავის რეალურ, პუტინისტურ-კოლაბორაციონისტულ ბუნებას, რომელიც მზად არის ერთი კაცის ინტერესებს, ფულს და ძალაუფლებას შესწიროს ჩვენი ქვეყნის მომავალი. კობახიძის ბოლო განცხადება, სადაც მან ერთმანეთს შეადარა რუსეთის აგრესია უკრაინაში და საქართველოს მიერ საკუთარი ტერიტორიების დაცვა ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

სოხუმის დაცემის დღეს ვაპირებთ გავმართოთ ღონისძიება, მსვლელობა და პარლამენტთან გვქონდეს პროგრამა. ჩვენი ამოცანაა საქართველოს მოქალაქეებმა ხელახლა გავიაზროთ რამხელა საფრთხეა რუსეთი, რომელმაც გენოციდი მოგვიწყო. უნდა გავაცნობიეროთ რამხელა საფრთხეა, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს საკუთარი ინტერესებისთვის, რომ მარტო დაგვტოვოს ამხელა ბოროტების წინაშე. შევძლებთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები მხოლოდ ამ რეჟიმის მშვიდობიანი შეცვლით და პრო-დასავლური ხელისუფლების არჩევით“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს