პაატა მანჯგალაძე - ჩვენი რადიკალიზმი რაში მდგომარეობს - „ქართული ოცნების" რომ არ მჯერა, რადგან გადამგდებები და თაღლითები არიან, ეს არის რადიკალიზმი?!

ოპოზიციას საერთო კანდიდატზე შეთანხმების უფლებაც არ აქვს, ვალდებულებაა, რომ მინიმუმ 7 კანდიდატი დავასახელოთ, რომ იქ "ქართულმა ოცნებამ" ფსევდო- ოპოზიციის დასახელებული თავის კანდიდატი გააძვრინოს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" პროცესის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, მანჯგალაძე არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს, მის მიერ შერჩეული კანდიდატი წარმოადგინოს, როგორც ეს აქამდე იყო დაგეგმილი და თუ მას სხვა ოპოზიციური პარტიები არ დაასახელებენ, მესამე სექტორის მიერ შერჩეულ კანდიდატს თავად წარადგენენ.

"არცერთ ეტაპზე ამ პროცესისთვის მხარი არ დაგვიჭერია, რადგან ვფიქრობთ, რომ ფსევდო-დემოკრატიული, ფსევდო-გამჭვირვალე და ფსევდო-ინკლუზიური პროცესია. უფრო გამჭვირვალე როგორ არის პროცესი, როცა ოპოზიციას საერთო კანდიდატზე შეთანხმების უფლებაც არ აქვს, ვალდებულებაა, რომ მინიმუმ 7 დავასახელოთ, რომ იქ "ქართულმა ოცნებამ" ფსევდო-ოპოზიციის დასახელებული თავის კანდიდატი გააძვრინოს და აირჩიოს საბოლოოდ მისი ყურმოჭრილი მონა",- განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, მანჯგალაძე გამოეხმაურა მმართველი გუნდის კრიტიკას მათი პარტიის მისამართით.

„ჩვენი რადიკალიზმი რაში მდგომარეობს - "ქართული ოცნების" რომ არ მჯერა, რადგან გადამგდებები არიან და თაღლითები, ეს არის რადიკალიზმი?!"- აცხადებს მანჯგალაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა