ევროპის მობილობის კვირეული გაიხსნება

16 სექტემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ევროპის მობილობის კვირეული კონფერენციით გაიხსნება, რომლის მთავარი გზავნილია „უკეთესი კავშირები“ (Better connections), რაც უკეთესად შეკავშირებულ ტრანსპორტს და პანდემიური იზოლაციის შემდეგ, ხალხის ერთმანეთთან უკეთ დაკავშირებას გულისხმობს.

ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიება თბილისის მერიისა და ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით და საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და GIZ-ის მხარდაჭერით იმართება.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციას ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი გახსნიან. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, კერძო სექტორის წარმომადგენლები თუ დარგის ექსპერტები დაესწრებიან.

„ღონისძიების განმავლობაში მონაწილეები შეკავშირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგრად განვითარებაზე სხვადასხვა ევროპული ქალაქის გამოცდილებას მოისმენენ და ასევე, ქალაქ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის გეგმებზეც ისაუბრებენ.

წლების განმავლობაში მოტორიზაციის ზრდამ და ავტოტრანსპორტის ემისიებმა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება გამოიწვია, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ ევროპის მობილობის კვირეულის მიზანია, ავტოტრანსპორტით გამოფრქვეული ემისიები შემცირდეს, რისი მიღწევაც შესაძლებელია ეკო-მეგობრული და კარგად შეკავშირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური გამოყენებით.

2022 წელს ევროპის მობილობის კვირეულში 2 000-ზე მეტი ქალაქი და 41 ქვეყანა მონაწილეობს. კვირის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით. არაერთი აქტივობა არის დაგეგმილი. ევროპის მობილობის კვირეულის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება. მათ შორის, კავკასიის ველო ქსელთან პარტნიორობით, 17 და 22 სექტემბერს ქ. თბილისის სხვადასხვა უბნებში ველო მსვლელობა მოეწყობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა