ნინო თანდილაშვილი აზიის განვითარების ბანკის მთავარ ეკონომისტს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი აზიის განვითარების ბანკის მთავარ ეკონომისტს ალბერტ პარკს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

უწყების ცნობით, ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა და ყურადღება ინვესტიციების მოზიდვისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„საუბარი შეეხო პარიზის შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და იმ კონკრეტული აქტივობების მომდინარეობას, რაც სათბური გაზების გაფრქვევის შემცირების მიზნით აგრარულ სექტორში ხორციელდება.

შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილებებით შექმნილი გამოწვევები და მასთან გამკლავების საკითხებიც განიხილეს.

ალბერტ პარკის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი მზად არის, საქართველოში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს