უკრაინის დაზვერვა - რუსეთი არ აღიარებს დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გაცემულ რუსულ პასპორტებს, მათ მფლობელებს რუსეთის საზღვარზე არ უშვებენ

რუსეთის ფედერაცია არ აღიარებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გაცემულ რუსულ პასპორტებს, მათ მფლობელებს რუსეთის საზღვარზე არ უშვებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრიერიშის შედეგად დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. აღინიშნება უკმაყოფილება ე.წ „სპეცოპერაციის“ მიმდინარეობის და რუსეთის ხელისუფლების ქმედებების გამო. არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ინტერესებს თმობს. დაზვერვის მტკიცებით, ეს განწყობები დამატებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც აღმოჩნდა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს რუსეთის ფედერაციაში იურიდიული ძალა არ გააჩნია.

„ყოველ შემთხვევაში, ვინც ცდილობდა ასეთი პასპორტით „სახალხო რესპუბლიკების“ დატოვებას, რუსეთის საზღვარზე უსხნიან, რომ „არავინ ხართ და არაფერს წარმოადგენთ“, - წერია უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს