პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო ექსპერტებთან საპარლამენტო ზედამხედველობის პრაქტიკული სახელმძღვანელო განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა.

მხარეებმა პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მექანიზმებისა და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის თაობაზე მომზადებული პრაქტიკული სახელმძღვანელო, მისი ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა სახელმძღვანელო და განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი, ისევე, როგორც მონაცემებზე დაფუძნებული კვლევები ხელს შეუწყობს საპარლამენტო ზედამხედველობის საქმიანობის გაუმჯობესებას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს