საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სტამბოლის რეგიონული აეროპორტების სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სტამბოლში რეგიონული აეროპორტების სამუშო შეხვედრა Istanbul Regional Airport Workshop გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროპის 24 რეგიონული აეროპორტი და თურქეთის უმსხვილესი გადამყვანი - Turkish Airlines. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოდან, სტამბოლის აეროპორტის (IGA) მოწვევით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კოპმანიის ბიზნესგანვითარების დეპარტამენტმა სამუშაო შეხვედრაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წარადგინა.

,,სამუშაო შეხვედრამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. ვორქშოფი მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ სტამბოლის აეროპორტის ორგანიზებით მოხდა ევროპის ყველა იმ აეროპორტთან გაცნობითი შეხვედრის დაორგანიზება, სადაც თურქეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ჯერ არ დაფრინავს, თუმცა სამომავლოდ ქსელის გაფართოებას გეგმავს. ჩვენ წარმოვადგინეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენს შესახებ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას ფლობდნენ, როგორც მგზავრთნაკადის კუთხით, ისე სხვა სიახლეების მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის საქართველოში ერთადერთი აეროპორტი, სადაც ამ ეტაპზე, Turkish Airlines-ი არ დაფრინავს. თუმცა, ამ მიმართულებით სამომავლოდ დაინტერესება თანამშრომლობის კუთხით რეგიონული აეროპორტების სამუშაო შეხვედრაზე გამოიკვეთა“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა.

სამუშაო შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამზიდი Turkish Airlines 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. სამომავლოდ ავიაკომპანია მიმართულებების ათვისებას გეგმავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს