შს მინისტრი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე - საჭირო თუ იქნება, პრემიერი გვეტყვის და ჩავნიშნავთ - ჩემი აზრით, არ არის ისეთი მწვავე, რომ სასწრაფოდ იყოს საჭირო შეკრება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრების საჭიროება არ დგას.

მისი თქმით, თუკი საბჭოს შეკრების საჭიროება დადგება, „პრემიერი გვეტყვის და ჩავნიშნავთ“.

„არ ვიცი, გავივლით, განვიხილავთ. საჭიროებები, რომ დღეს, რაღაცა მწვავედ დგას, არ არის. საჭირო თუ იქნება, პრემიერი გვეტყვის და ჩავნიშნავთ. ჩემი აზრით, არ არის ისეთი მწვავე, რომ რაღაც სასწრაფოდ იყოს შეკრება საჭირო, რომ აბა, რა ხდება და ჩვენ რაღაცა დავზიანდებით და ა.შ.“, - განაცხადა მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში