DIB სკოლაში მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი დასრულდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) მასწავლებელთა მოსამზადებელი ტრენინგი დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგი მიზნად ისახავდა საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე პროგრამისთვის 16 მასწავლებლისა და სასწავლო კურსის „სამხედრო საქმე“ 18 სამხედრო მოსამსახურის გადამზადებას.

„კურსის მონაწილეებმა სახელმძღვანელოში შემავალი ყველა თემა გაიარეს და მასწავლებელთა სახელმძღვანელოსა და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიას გაეცნენ. ტრენინგის თემები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საერთაშორისო უსაფრთხოება და ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეეები, სამოქალაქო უსაფრთხოება, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, საგანგებო სიტუაციები და მოსახლეობის უსაფრთხოება. ასევე, მასწავლებლებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, სამხედრო განათლების, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და ტაქტიკის საფუძვლების შესახებ. ლექციები მოიცავდა სამხედრო ტოპოგრაფიისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებსაც. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ”, - აღნიშნავენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა