პროექტი „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა“ აშშ-ს საელჩოს კონკურსის ორგზის გამარჯვებულია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტმა „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა“ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებული კულტურული და საგანმანათლებლო მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსში 2022-2023 სასწავლო წლისთვის უკვე მეორედ გაიმარჯვა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო/საშუალო სკოლების მოსწავლეებს კვლავ მიეცემათ შესაძლებლობა განსხვავებული, არაფორმალური მეთოდებით შეისწავლონ სამი საგნობრივი მიმართულება - ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ხელოვნების ისტორია.

„ცოდნის გაღრმავებასთან ერთად მოსწავლეები დაეუფლებიან კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარების უნარ-ჩვევებს ინტერაქტიული, თამაშით სწავლების და ანალიზის მეთოდების გამოყენებით.

პროექტის „აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლა“ მიზანია აფხაზეთის საჯარო/საშუალო სკოლების მოსწავლეთა ზოგადი განათლების ამაღლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს