აზერბაიჯანის ელჩი - ჩვენ გამუდმებით ვხედავთ ქართული მხარის გულწრფელ დაინტერესებას, ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს - ასეც უნდა იქცეოდნენ ნამდვილი მეგობრები

გლობალური და რეგიონული ტენდენციების ლოგიკა მოითხოვს კონფლიქტების მემკვიდრეობის თანდათანობით დაძლევას. ამიტომ, იმ აქტიურმა ძალისხმევამ და ინიციატივებმა, რომლებიც საქართველოს ხელმძღვანელობამ 2020 წლის ნოემბრის შემდეგ დაიწყო, სრულად სარგებლობს აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და ხალხის მოწონებით,- ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა ფეიგ გულიევმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ამასთან, დიპლომატის თქმით, აზერბაიჯანმა და საქართველომ შეძლეს შეექმნათ რეგიონის ახალი სახე, გაეხსნათ იგი მსოფლიოსთვის, ექციათ მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ხიდად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

„აზერბაიჯანი მოწოდებულია რეგიონში მშვიდობის მისაღწევად. მთელი ჩვენი განვითარება ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში დაკავშირებულია მსხვილი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ყველაზე მჭიდრო და ორმხრივად მომგებიანი გზით. ვფიქრობ, ზედმეტია აქ ვინმესთვის ამ კურსის შედეგების ახსნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენმა ქვეყნებმა შეძლეს შეექმნათ რეგიონის ახალი სახე, გაეხსნათ იგი მსოფლიოსთვის, ექციათ მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ხიდად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. გლობალური და რეგიონული ტენდენციების ლოგიკა მოითხოვს კონფლიქტების მემკვიდრეობის თანდათანობით დაძლევას. ამიტომ, იმ აქტიურმა ძალისხმევამ და ინიციატივებმა, რომლებიც საქართველოს ხელმძღვანელობამ 2020 წლის ნოემბრის შემდეგ დაიწყო, სრულად სარგებლობს აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და ხალხის მოწონებით.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ერთ-ერთ პირველ ჰუმანიტარულ ნაბიჯს, როდესაც 2021 წლის ივნისში, საქართველოს მთავრობის შუამავლობით, მოხდა დანაღმული ტერიტორიების რუკების გაცვლა.

მიმდინარე წლის ივლისში კი თბილისი გახდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პლატფორმა. ჩვენ გამუდმებით ვხედავთ ქართული მხარის გულწრფელ დაინტერესებას ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს. ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების სწორედ ამ მიდგომისთვის. ვფიქრობ, რომ ასეც უნდა იქცეოდნენ ნამდვილი მეგობრები. მეგობრები, რომლებიც დაკავშირებულები არიან ინტერესების ერთიანობით და მეგობრები, რომლებიც ხედავენ პროგრესს ურთიერთთავსებადი სტრატეგიული განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე - რაც არის მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის მშენებლობა“,- განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია