World Vision საქართველომ უკრაინელ ბავშვებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა

15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, World Vision საქართველომ, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ბათუმის N20 სკოლის 450 უკრაინელ ბავშვს სასკოლო ნივთები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „World Vision საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინიციატივა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია უკრაინის კრიზისზე რეაგირების გლობალური პროგრამის, რომელიც საქართველოში Aktion Deutschland Hilft (ADH)-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, World Vision საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ორგანოებთან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ხელი შეუწყოს ბავშვების და მოზარდების სასკოლო განათლებაზე ხელმისაწვდომობას, მათ აკადემიურ პროცესში ჩართულობას და სასკოლო ცხოვრებაში სრულფასოვან მონაწილეობას.

„ აღსანიშნავია, რომ საქართველოში მყოფ უკრაინელებს კვლავ ესაჭიროებათ მყისიერი ჰუმანიტარული დახმარება და ძირითად სერვისებზე წვდომა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები და მათი მშობლები იყვნენ დაცულნი კონფლიქტის დროს , მათი პირველადი საჭიროებები იყოს დაკმაყოფილებული, შეძლონ ხარისხიანი განათლების მიღება და ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებებით.

სწორედ ამ მიზნით, World Vision საქართველო, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის პირველივე დღიდან ჩართულია რეაგირების პროცესში და UNHCR-თან ერთად უწყვეტად ახორციელებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერ ღონისძიებებს.

კრიზისზე რეაგირების პროგრამა ასევე მუშაობს საქართველოში მცხოვრები 6000 უკრაინელი ბენეფიციარის მხარდასაჭერად და ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს:

ფულადი მხარდაჭერის პროგრამა ავსებს მთავრობის დახმარების სქემას და UNHCR-თან თანამშრომლობით, ყველა მოწყვლადი კატეგორიის უკრაინელს გადასცემს ფინანსურ დახმარებას ერთ ადამიანზე თვეში 235 ლარის ოდენობით, მინიმუმ 2 თვე. ბავშვებისა და ქალების მხარდაჭერას ბავშვთა დაცვის და გენდერული თანასწორობის მიმართულებით, რაც მოიცავს საინფორმაციო შეხვედრებს ბავშვთა დაცვის, გენდერული ძალადობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. ადგილობრივი ორგანოებთან თანამშრომლობით უკრაინელი ლტოლვილების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება.

დაინტერესებული პირებისთვის, World Vision საქართველოს თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის ოფისებში ყოველდღიურად მიმდინარეობს სატელეფონო და პირისპირ კონსულტაციები ფინანსური დახმარებასა და სხვა შეთავაზებულ მომსახურებებზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულიი: https://www.facebook.com/WorldVisionInGeorgia/

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა