გერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს მიაწვდის

გერმანია უკრაინას კიდევ ორ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინას კიდევ ორი MARS II-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა მივაწოდოთ, მათ შორის 200 რაკეტა“, - აღნიშნა ლამბრეხტმა ბუნდესვერის კონფერენციაზე.

მისივე თქმით, უკრაინელი ოპერატორების სწავლება სავარაუდოდ, სექტემბერში დაიწყება.

„ჩვენ უკრაინას 50 “დინგოს” ჯავშანტრანსპორტიორს გავუგზავნით“, - დასძინა ლამბრეხტმა.

გარდა ამისა, გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა საბერძნეთს მალე 40 ცალ Marder-ს, ხოლო საბერძნეთი თავის მხრივ უკრაინას 40 ცალ BMP-1-ს გადასცემს.

ცნობისთვის, “დინგოს” ჯავშანმანქანებს გერმანელი სამხედროები ფართოდ იყენებდნენ ავღანეთში ნატოს სამხედრო ოპერაციის დროს.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს