ქართული ღვინის დიდი წარმატება - თელავის ღვინის მარანი

თელავის ღვინის მარანის ღვინოებმა 8 ოქროს მედალი დაიმსახურეს გერმანიაში, ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან საერთაშორისო კონკურსზე - MUNDUS VINI Grand International Wine Award. ოფიციალური ინფორმაციით, რიგით 31-ე დაჯილდოებაზე 130-მა პროფესიონალმა ჟიურის წევრმა ჯამში 33 ქვეყნის 4185 ღვინო შეაფასა ბრმა დეგუსტაციის მეთოდით.

წარდგენილი 10 ნიმუშიდან, ოქროს მედალი და ჟიურის დადებითი შეფასება მოიპოვა მარანის 8 დასახელების ღვინომ, აქედან 2012 წლის მარანი რეზერვი კი კიდევ უფრო მაღალი ჯილდოს, Best of Show Georgia Red - Grand Gold-ის მფლობელი გახდა!

გამარჯვებული ღვინოებია:

2012 Marani Reserve - Grand Gold – Best of Show Georgia Red

2020 Satrapezo Saperavi - Gold

2019 Satrapezo 10 Qvevri - Gold

2019 Satrapezo Mtsvane - Gold

2019 Marani Kondoli Vineyards Saperavi - Gold

2021 Marani Kondoli Vineyards Mtsvane-Kisi - Gold

2020 Marani Mukuzani - Gold

2020 Marani Saperavi - Gold

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს