ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, საყვირის ქუჩა N2-დან მრევლიშვილის ქუჩა N7-ის ჩათვლით გზის რეაბილიტაცია სრულდება. თბილისის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. მათი ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 600 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე გაეცნენ, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

„ამ მონაკვეთზე ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. იმდენად დაზიანებული იყო გზის საფარი, რომ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. აქ დევნილთა დასახლებაა, სადაც 150-მდე ოჯახი ცხოვრობს. განსაკუთრებით დევნილი ოჯახები წუხდებოდნენ ამ პრობლემით. გზის რეაბილიტაციას ვერ ვიწყებდით, რადგან შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ შესაცვლელი იყო წყალარინების ქსელი და სისტემის განახლებას აქამდე ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ, GWP-მ შეცვალა მოძველებული კომუნიკაციები, რის შემდეგაც გამგეობის დაკვეთით ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო“, - აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 136 000 ლარია. მათივე ცნობით, საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი