მარიამ ქვრივიშვილი - სასიხარულოა, რომ იანვარი-აგვისტოს მონაცემებით ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმის ინდუსტრიიდან 2,1 მლრდ დოლარი მიიღო

სასიხარულოა, რომ იანვარი - აგვისტოს მონაცემებით ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმის ინდუსტრიიდან მიიღო 2,1 მლრდ დოლარი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ტურიზმის შემოსავლების სტატისტიკაში ქვეყნების წილი უფრო მეტად დივერსიფიცირებულია.

„სასიხარულოა, რომ ტურიზმის ინდუსტრია განაგრძობს დადებითი დინამიკით განვითარებას და აღდგენას, აგვისტოში ჩვენ გვაქვს საამაყო შედეგი. ჩვენ არა მხოლოდ სრულად აღვადგინეთ 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელი, არამედ ის დაახლოებით 30 პროცენტამდე გავაუმჯობესეთ. ასევე სასიხარულოა, რომ იანვარი - აგვისტოს მონაცემებით ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმის ინდუსტრიიდან მიიღო 2,1 მლრდ დოლარი. ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების წილი, როგორიცაა ევროკავშირის და ყურის სახელმწიფოები და ისრაელი. ჩვენ განვაგრძობთ ყველა იმ აქტივობას, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის აგვისტოს თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა, უკვე მეორედ პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. აგვისტოს თვეში 522,945,221 აშშ დოლარი შეადგინა, 2021 წლის აგვისტოს თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 324,158,964 (+163.1%) აშშ დოლარით.

რაც შეეხება იანვარი-აგვისტოს პერიოდს, უწყების ცნობით, მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,141,568,321 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-აგვისტოს თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 204.3 პროცენტით აშშ დოლარით.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს