17-18 სექტემბერს თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ევროპის მობილობის კვირეულთან დაკავშირებით, 17-18 სექტემბერს, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვა 16 სექტემბრის 22:00 საათიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, მიცკევიჩის ქუჩასა და ზაარბრიუკენის მოედანზე იმოქმედებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილების გადაადგილება მიცკევიჩის ქუჩაზე, გამრეკელის ქუჩიდან პეკინის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება.

„კერძოდ, მიცკევიჩის ქუჩიდან პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გამრეკელის ქუჩის გავლით, ყაზბეგის გამზირის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების გამოყენებით, ხოლო პეკინის გამზირიდან მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების, ასევე, ვაჟა-ფშაველას გამზირის, იონა ვაკელისა და ტანძიის ქუჩების საშუალებით.

რაც შეეხება ზაარბრიუკენის მოედანს, მოძრაობა შეიზღუდება ტყვიავისა და გოგიბერიძის ქუჩებიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით. ზაარბრიუკენის მოედნიდან უზნაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩებიდან გადაადგილებას შეძლებენ, ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გამოყენებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. უზნაძის ქუჩიდან გადაადგილება კი შესაძლებელი იქნება ზაარბრიუკენის მოედნის გავლით, გოგიბერიძის, ტოლსტოისა და ზაარბრიუკენის ხიდის მიმართულებით.

აღნიშნული შეზღუდვის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით:

N320 და მიკროავტობუსი N536 დიღმის მასივის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან გზას ლევ ტოლსტოის ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე მოხვდება, საიდანაც მოძრაობას არსებული სქემით განაგრძობს; N359 ავტობუსი ბაგების მიმართულებით გადაადგილებისას, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს დაუკავშირდება და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.

N391 ავტობუსი გოთუას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ბუხაიძის ქუჩიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩას და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს დაუკავშირდება, რის შემდეგაც იმოძრავებს დადგენილი სქემით; N323 ავტობუსისა და N462, N538, N550 მიკროავტობუსების გადაადგილების სქემა უცვლელი დარჩება“,-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა