თამარ ბარკალაიას განცხადებით, გერმანიისგან განსხვავებით, ისრაელში სეზონური დასაქმების მსურველთათვის სხვადასხვა კვალიფიკაცია იქნება საჭირო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, გერმანიისგან განსხვავებით, ისრაელში სეზონური დასაქმების მსურველთათვის სხვადასხვა კვალიფიკაცია იქნება საჭირო.

როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ისრაელის მხრიდან სხვა პროფესიებთან ერთად, ასაკოვანის მომვლელის პროფესიაზე არის მოთხოვნა.

„ცირკულარული შრომითი მიგრაციის მიმართულებით პირველი და გახმაურებული ხელშეკრულება გერმანიასთან იქნა დადებული, სადაც სეზონური დასაქმება სოფლის მეურნეობის სფეროში არის ამ შეთანხმებაში. ყველაზე პოპულარული ეს მექანიზმი აღმოჩნდა გამომდინარე იქიდან, რომ სეზონურ დასაქმებაზე მიმღებ ქვეყნის მხრიდან კვალიფიკაციასთან დაკავშირებით დიდი მოთხოვნები არ არის და ძირითადად გამიზნულია არაკვალიფიციურ მუშახელზე. სწორედ ამიტომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესი ძალიან დიდი იყო და პირველი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა "ქეისმა", სადაც არ მოხდა შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის დამსაქმებლის მიერ. ამასთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი ტიპის ხელშეკრულება სეზონურ დასაქმებასთან დაკავშირებით იყო ახალი როგორც ჩვენთვის, ასევე გერმანიისთვის. გერმანიისთვისაც საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელთანაც ხელი მოაწერა სახელმწიფოთა შორის შეთანხმებას სეზონურ დასაქმებასთან დაკავშირებით.

მაშინ როდესაც გერმანიის დასაქმების სააგენტო არის ვალდებული, რომ ატვირთოს ვაკანსიები და მოგვაწოდოს ჩვენ ვაკანსიები სეზონურ სამუშაოებზე გერმანიის მხრიდან, ჩვენ ჩვენის მხრივ გვაქვს გამართული მექანიზმი, მათ შორის, გერმანიასთან შეთანხმებული მექანიზმი. მექანიზმი, რომელიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით იქნა შემუშავებული, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებას ახდენს როგორც სამუშაოებს შესახებ, ასევე იმ პირობების შესახებ, რაც მათ ელოდებათ დასაქმების ადგილზე“,- განაცხადა ბარკალაიამ და დასძინა, რომ კვლევა ჩაატარეს, რათა ენახათ დაბრუნებული მოსახლეობის განწყობა და შემოსავალი.

„ჩავატარეთ კვლევა რა შემოსავალი ჩამოიტანეს მათ ქვეყანაში და აქვთ თუ არა სურვილი, რომ შემდეგში კიდევ ისარგებლონ აღნიშნული მექანიზმით და მინდა გითხრათ, რომ 75%-იანი კმაყოფილება იყო.

ჩვენ ამ ეტაპზე პარალელურად ვმუშაობთ ისრაელთან ცირკულარული მიგრაციის მექანიზმის გამართვაზე, სადაც კონკრეტულ პროფესიებზე მათ შორის გერიატრიული მომვლელის პროფესიაზე არის მოთხოვნა და ვმუშაობთ, რომ ანალოგიური მექანიზმი ისრაელთან და სხვა ქვეყნებთან ავაწყოთ“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა