ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +26.7% აჭარბებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეაჯამა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სწორი მარკეტინგული კამპანიების შედეგად, 2022 წლის აგვისტოში შემოსავალმა 2019 წლის აგვისტოს მაჩვენებელს გადააჭარბა, მატების წილი კი, მიზნობრივი ბაზრებიდან საკმაოდ მაღალია.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ აგვისტოს თვეში მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში 2019 წელთან მიმართებით არამხოლოდ აღდგენა არამედ 26%-ით მატება გვაქვს. 8 თვის მონაცემებით, აღდგენა 94 %-ს შეადგენს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატების წილი ჩვენი მიზნობრივი ბაზრებიდან საკმაოდ მაღალია. გამოვყოფდი ევროკავშირს, საუდის არაბეთსა და ისრაელს, რაც განპირობებულია მთელი რიგი მარკეტინგული აქტივობებით, რომელსაც ჩვენ ამ ბაზრებზე ვახორციელებთ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის აღდგენილი ფრენები, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, ასევე რიგი აქტივობები, რომელსაც ვახორციელებთ წამყვანი პლატფორმების საშუალებით როგორიცაა: CNN, National Geographic, Bloomberg და სხვ“, - განაცხადა მან.

მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, წელს საქართველომ საერთო მოგზაურობის ნაწილში ტურისტული ვიზიტების წილის გაზრდას მიაღწია.

„ტურისტული ვიზიტების აღდგენა უფრო მაღალია, ვიდრე ზოგადად მოგზაურობის, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ჩვენ მაღალმხარჯველ ვიზიტორებს ვმასპინძლობთ, ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა. ჩვენ უფრო აქტიურები ვიქნებით სხვადასხვა ტურისტულ ბაზრებზე სეზონებიდან და ტურისტული პროდუქტებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა აგვისტოს თვეში 522,945,221 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +26.7% აჭარბებს. მათ ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოს თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 324,158,964 (+163.1%) აშშ დოლარით.

„2022 წლის იანვარი-აგვისტოს თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

იანვარი-აგვისტოს პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,141,568,321 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-აგვისტოს თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 1,437,776,241 (+204.3%) აშშ დოლარით“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - ჟენევის ფორმატი შეიქმნა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და მას არანაირი კავშირი არ აქვს სოხუმთან და ცხინვალთან, რადგან ლავროვი ამას სოხუმის ხელით აკეთებს, ეს უფრო არის პიარი, პროპაგანდა და დემაგოგია
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
საქართველოს უნივერსიტეტმა 100 000-ლარიანი ფონდის გამარჯვებული პირველკურსელები გამოავლინა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ევროპაკონცერტი წინანდალში
საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდები ევროპროდუქტში