ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1-2 ოქტომბერს ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონი NASA Space Apps Challenge 2022 ბრუნდება

1-2 ოქტომბერს ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონი NASA Space Apps Challenge 2022 ბრუნდება. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, NASA Space Apps Challenge 2022-ის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო ჰაკათონის მხარდამჭერია: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA • Tech Park).

„ღონისძიების თანაორგანიზატორია ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”. ჰაკათონის პარტნიორია კომპანია Smart Digital ქომუნითი პარტნიორი კი – CG Georgia.

წლევანდელი ჰაკათონი გამორჩეულად მასშტაბურია, ვინაიდან Space Apps ერთდროულად ხორციელდება სხვადასხვა რეგიონში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 8 რეგიონული ცენტრის ბაზებზე.

NASA Space Apps Challenge Georgia 2022 ონლაინ გაიმართება, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ სასურველ სესიებსა და ტრენინგებს.

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 225 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.

NASA-ს ჰაკათონი ყოველ წელს სხვადასხვა გამოწვევას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, რომლის გარშემოც შემდეგ მონაწილეებს უწევთ მუშაობა. 2022 წლის ჰაკათონის თემაა Make Space , რომელიც ნიშნავს, რომ Space Apps არის ყველასთვის.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ 14 წელს ზემოთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ანტერპრენერებს, ინოვატორებსა და ნებისმიერს ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი და სწრაფვა დედამიწისა და კოსმოსის ყველაზე დიდ გამოწვევებს მოუძებნოს ინოვაციური გადაწყვეტები.

წლევანდელი 23 გამოწვევა 14 კატეგორიის მიმართულებით:

Advanced

ხელოვნება

ასტროფიზიკა

დამწყები/ახალგაზრდობა

კლიმატი

მრავალფეროვნება და თანასწორობა

დედამიწა

თამაშები

აპარატურული უზრუნველყოფა

Intermediate

პლანეტები და მთვარეები

პროგრამული უზრუნველყოფა

კოსმოსური კვლევა

მზე

გამოწვევების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით: https://bit.ly/3xfdWN2.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3U6SBPO. ვრცლად ჰაკათონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3Lkl2Wy.

შენიშვნა: რეგისტრაცია სრულდება 28 სექტემბერს, 23:59 საათზე. რეგისტრაციის დროს მონიშნოთ ის ლოკაცია, სადაც იღებთ მონაწილეობას“, - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა