ყაზახეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმადაც, ქვეყნის დედაქალაქს სახელი ასტანა უბრუნდება

ყაზახეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმადაც, ქვეყნის დედაქალაქს სახელი ასტანა უბრუნდება, ხოლო პრეზიდენტობა ერთი შვიდწლიანი ვადით შემოიფარგლება.

როგორც რადიო „აზატიკი“ იუწყება, კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ორივე მოსმენაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირა პარლამენტის ზედა პალატის (სენატის) 50-ვე სენატორმა და ქვედა პალატის (მეჯლისის) 99-დან 98-მა დეპუტატმა.

კანონპროექტი ხელმოსაწერად ყაზარეთის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს გადაეგზავნება.

ინფორმაციისთვის, ივნისში რეფერენდუმის შედეგად ყაზხეთმა 33 საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო, 1-ელ სექტემბერს კი პრეზიდენტმა ტოკაევმა 2022 წლის შემოდგომაზე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დააანონსა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება